საქართველოს ქალთა ფორუმის დელეგაცია გაეროში

CDD -ს თავმჯდომარე, ‪ქეთევან‬ ჩაჩავა საქართველოს ქალთა ფორუმის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა ნიუ-ორკში გაეროს სათაო ოფისში, სადაც გაიმართა ქალთა სტატუსის კომისიის (CSW/Beijing+20) 59-ე საგანგებო სესია, რომელიც დაეთმო პეკინის პლატფორმის მიღებიდან 20 წლის თავზე მიღწეული შედეგების განხილვას.

 

18 მარტს, გაეროში საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერითა და ბნ. ელჩის კახა იმნაძის მონაწილეობით ჩატარდა საქართველოს ქალთა ფორუმის, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციის ღონისძიება ე.წ. Side Event-ი "Women’s Forum Georgia - Leading Power for Engendering Transformation of Society", რომლის ძირითადი მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური პროცესები, დემოკრატიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგანან ქალები საქართველოში ქალთა წინსვლისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის რთულ გზაზე. ღონისძიებას დაესწრნენ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

 

CDD გახლავთ ‪საქართველოს‬ ქალთა ფორუმის წევრი და გვინდა მადლობა გადავუხადოთ ფორუმს ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობისათვის.

 

Moderator: Ms. Lia Nadaraia - UN CEDAW Committee Member.

Speakers:
H.E. Mr. Kakha Imnadze - Ambassador of the Republic of Georgia to the United Nations
Ms. Ketevan Chachava -  Founder and Chairperson of the Center of Development and Democracy (CDD)
Ms. Ia Verulashvili - MD, PhD, Founder and Executive Director of the Union Women Center - Special Consultative Statues with at UN ECOSOC
Ms. Maya Purtskhvanidze - Chairperson of the International Cooperation for Social Responsibility
Ms. Tamuna Barkalaia - Presentative of International Centre of Education of Georgian and German Women

21-03-2015