CDD საკრებულოს შუალედურ არჩევნებს აკვირდება

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ქალაქ ოზურგეთის, ოზურგეთის, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2016 წლის 22 მაისის შუალედური არჩევნების მონიტორინგს ახორციელებს.

 

CDD-ს სადამკვირვებლო მისია 20 აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება.  დამკვირვებლები გადანაწილებული არიან როგორც საუბნო საარჩევნო კომისიებში, ისე საოლქო საარჩევნო კომისიაში. სადამკვირვებლო მისიის წევრები დააკვირდებიან კენჭისყრის დღის პროცედურებს, რაც მოიცავს: უბნის გახსნას, კენჭისყრის პროცესს, უბნის დახურვასა და შედეგების შეჯამებას. 

 

საკრებულოს შუალედურ არჩევნებს ცესკოსთან ერთად ორგანიზებას უწევს 6 საოლქო საარჩევნო კომისია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 8 ადგილობრივ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შემდეგია:

 

1. №21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის კალინინოს თემის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 3 საარჩევნო უბანზე - 3760 ამომრჩეველი;

2. №21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის ყარაჯალარის თემის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 2 საარჩევნო უბანზე 3364 ამომრჩეველი;

3. №30 კასპის საარჩევნო ოლქის მეტეხის თემის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 3 საარჩევნო უბანზე 2681 ამომრჩეველი;

4. №58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის სოფელ წყალტუბოს თემის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 4 საარჩევნო უბანზე 3481 ამომრჩეველი;

5. №60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის ქალაქ ოზურგეთის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 2 საარჩევნო უბანზე 2618 ამომრჩეველი;

6. №60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის დაბა ნასაკირალის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 2 საარჩევნო უბანზე 2073 ამომრჩეველი;

7. №66 ხობის საარჩევნო ოლქის ყულევის თემის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 1 საარჩევნო უბანზე - 244 ამომრჩეველი; 

8. №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის კორცხელის თემის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 2 საარჩევნო უბანზე - 1980 ამომრჩეველი.

 

საარჩევნო ადმინისტრაცია სრულ მზადყოფნაშია შუალედური არჩევნების ჩასატარებლად. მიმდინარეობს საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის საარჩევნო ბიულეტენების, კონვერტების, ოქმებისა და ყველა სხვა საჭირო მასალის გადაცემა, რომელიც უნდა დასრულდეს 2000 საათამდე. საარჩევნო კომისიის წევრებს გავლილი აქვთ საარჩევნო ტრენინგები.


კენჭისყრის პროცესს დააკვირდებიან, როგორც შესაბამისი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები ისე, შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული 16 ადგილობრივი, 1 საერთაშორისო და 15 მედია ორგანიზაციიის 550-ზე მეტი დამკვირვებელი.


საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული კანდიდატების რაოდენობა:

 

1. №21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის კალინინოს თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში - 2 კანდიდატი;

2. №21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის ყარაჯალარის თემის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქში - 3 კანდიდატი;

3. №30 კასპის საარჩევნო ოლქის მეტეხის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში - 3 კანდიდატი;

4. №58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის სოფელ წყალტუბოს თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში - 3 კანდიდატი;

5. №60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის ქალაქ ოზურგეთის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში - 2 კანდიდატი;

6. №60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის დაბა ნასაკირალის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში - 2 კანდიდატი;

7. №66 ხობის საარჩევნო ოლქის ყულევის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში - 1 კანდიდატი (1 მოიხსნა); 

8. №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის კორცხელის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში - 3 კანდიდატი.

 

საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე გამარჯვებისთვის იბრძვის 5 პოლიტიკური სუბიექტი - მათ შორის 2 საარჩევნო ბლოკი (ბლოკი "ქართული ოცნება" და ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა") და 3 პოლიტიკური გაერთიანება (მპგ "თავისუფალი საქართველო"; მპგ "თავისუფალი დემოკრატები" და მპგ "სახალხო ხელისუფლება"). რეგისტრაცია გაუუქმდა მპგ "ეროვნულ დემოკრატიულ მოძრაობას". აგრეთვე არჩევნებისათვის რეგისტრირებულია 1 საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებული კანდიდატი.

 

21 მაისის დილის 8 საათიდან აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა.


განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის შედეგების შესახებ.

21-05-2016