შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორთან

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორს ქეთევან ჩაჩავას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრის მთავარი თემა გახლდათ ცენტრსა და სამოქალაქო სექტორს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და პერსპექტივები. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ცენტრის დირექტორს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში არსებულ პოზიტიურ ნაბიჯებსა და გამოწვევებზე თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს. მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა აღნიშნული მიმართულებით სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ეფექტური ინფორმირების საჭიროებაზე საქართველოს რეგიონებში.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში შემავალი არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

იხილეთ შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალა.

12-07-2016