ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლების ტრენინგი

CDD-ის წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლების ტრენინგი გაიარეს, რომელიც განხორციელდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ეგიდით.

 

ტრენინგები განხორციელდა თბილისში, სასტუმროში „რედისონი ბლუ ივერია“. ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნა. სასწავლო-საინფორმაციო პროგრამა მიზნად ისახავს არჩევნებში ჩართული მხარეების საარჩევნო საკითხებზე ინფორმირებულობას და მათი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობას. მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ ძირითად საკითხებს:

 

  • საკანონმდებლო სიახლეები
  • საარჩევნო სუბიექტების და დამკვირვებლების უფლებრივი მდგომარეობა
  • კენჭისყრის დღის პროცედურები
  • საარჩევნო დავები  

 

ტრენინგებს უძღვებოდნენ სწავლების ცენტრისა და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლები. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სახელმძღვანელოები.

 

განვითარებისა და დამოკრატიის ცენტრი (CDD  აკვირდება საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის მორიგ არჩევნებს. სადამკვირვებლო მისიის წევრები დააკვირდებიან წინასაარჩევნო პერიოდს, კენჭისყრის დღის პროცესს (უბნის გახსნა, კენჭისყრის პროცესი, უბნის დახურვა და შედეგების შეჯამება) და არჩევნების შემდგომ პერიოდს. მისია ასევე დააკვირდება გამონაკლის შემთხვევაში საარჩევნო უბნების შექმნის პროცესს და შექმნილ უბნებზე კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას.

14-09-2016