პროექტის "პოლიტიკური პარტიების რესურსების გაძლიერება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში" ანგარიში

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა (CDD) პროექტთან "პოლიტიკური პარტიების რესურსების გაძლიერება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში" დაკავშირებით საჯარო ანგარიში წარადგინა. შემაჯამებელ შეხვედრას ცესკოსა და სწავლების ცენტრის, სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

შეხვედრაზე შეფასდება პროექტის ძლიერი და სუსტი მხარეები და პროექტის განხორციელების შედეგად მიღწეული შედეგი. აგრეთვე, კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს, რის შემდეგაც შეხვედრის მონაწილეებმა მოსაზრებები ერთმანეთს კითხვა-პასუხის რეჟიმში გაუზიარეს. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი პროექტები, 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

 

ინფორმაცია ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ 2016 წლის 15 მარტს და 4 აპრილს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ იხილეთ ბმულზე.

 

ინფორმაცია განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ განხორციელებული პროექტის "პოლიტიკური პარტიების რესურსების გაძლიერება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში" შედეგებთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე.

16-09-2016