ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანია ახალციხეში

19 სექტემბერს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, CDD-ის ორგანიზებითა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან პარტნიორობით, 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა აქტივობის ზრდის ხელშეწყობის მიზნით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა.

 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივმა მოსახლეობამ, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა.

 

CDD-ისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის გამართვასთან დაკავშირებით. მონაწილეები იმიტირებული არჩევნების ფორმატში გაეცნენ ხმის მიცემის პროცეცდურებს.

 

მონაწილეებს გადაეცათ სხვადასხვა საინფორმაციო მასალები, მათ შორის ბუკლეტები "გადაწყვეტილება შენზეა" და ამომრჩევლის სამახსოვრო.

 

იხილეთ შეხვერდის ამსახველი ფოტო 

19-10-2016