თანამშრომლობის მემორანდუმი

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრსა და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრს (CDD) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

 

ორგანიზაციები ერთობლივ პროექტებს უკვე ახორციელებენ, მათ შორის, საინფორმაციო ცენტრი CDD-ის ორგანიზებით სასულიერო პირებისგან შემდგარი დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტის მხარდამჭერია. დელეგაცია პროექტის „საქართველო და ევროკავშირი“ ფარგლებში ბრიუსელში 7-11 ნოემბერს გაემგზავრება, სადაც გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები ნატოსა და ევროკავშირის შტაბბინებში, ევროპარლამენტში და სხვ. პროექტის პარტნიორები არიან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემა და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრი, პროექტის ფინანსური მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩო საქართველოში.

 

თანამშრომლობის მემორანდუმს, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) გამგეობის თავმჯდომარემ მიხეილ მირზიაშვილმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ მოაწერა ხელი.

2-11-2016