საქართველოს პარლამენტის არჩევნების მონიტორინგი

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მიმდინარეობას საქართველოს 73-ვე საარჩევნო ოლქში დააკვირდა. CDD-ს სადამკვირვებლო მისია 200 აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგებოდა, მათ შორის  10 მობილური ჯგუფი. დამკვირვებლები გადანაწილებულნი იყვნენ როგორც საუბნო, ისე საოლქო საარჩევნო კომისიებში და აკვირდებოდნენ კენჭისყრის დღის პროცედურებს, რაც მოიცავდა: უბნის გახსნას, კენჭისყრის პროცესს, უბნის დახურვასა და შედეგების შეჯამებას. 

 

მისია ასევე სრულად დააკვირდა საქართველოს ტერიტორიაზე გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ 11-ვე საარჩევნო უბანს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ საარჩევნო უბნებს, სადაც განხორციელდა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების დათვლა. დაკვირვება განხორციელდა ასევე იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც სპეციალური სიების მეშვეობით მიმაგრებულნი იყვნენ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 32-ე მუხლით პუნქტით გათვალისწინებული სპეც სიაში შეყვანილი პირები.

 

CDD-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კენჭისყრის დღემ უმეტესწილად მშვიდ გარემოში ორგანიზებულად ჩაიარა. საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრა კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა. 

 

CDD-ს დამკვირვებლებმა არჩევნების დღეს დააფიქსირეს შემდეგი პროცედურული ხასიათის დარღვევები:

 

საარჩვნო უბნის გახსნა 

  • საარჩევნო უბნის დაგვიანებით გახსნა - 2 შემთხვევა (ახალქალაქის N46.40.40 და სენაკის N63.64.43 საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრები დროულდ არ გამოცხადნენ)
  • კენჭისყრის პროცესის დაგვიანებით დაწყება (8:00 სთ შემდეგ) – 9 შემთხვევა (მთაწმინდის N01.01.06; ახალციხის N44.37.05; N44.37.30 და N44.37.31; სენაკის N63.64.43; ბათუმის N70.79.19; N70.79.101 და N71.81.09 უბნები); 
  • რეგისტრატორის ბეჭდის დაზიანება - 1 შემთხვევა (ახალციხის N44.37.30)
  • დაუდგენელი ნიმუშის რეგისტრატორის ბეჭდის გამოვლენა - 1 შემთხვევა (მესტიის N58.47.02 უბანი)
  • საარჩევნო უბანზე ერთიდაიმავე საარჩევნო სუბიექტის 1-ზე მეტი წარმომადგენლის ყოფნა - 3 შემთხვევა (რუსთავის N30.20.59, ბათუმის  N68.79.39 და სენაკის N63.64.43 უბანი)
  • კომისიის წევრებს შორის ფუნქციების თვითნებული განაწილება - 1 შემთხვევა (ახალციხის N44.37.05 უბანი)
  • სადემონსტრაციო ოქმის საჯაროდ გაუკვრელობა - (29.20.87 უბანი პენიტენც. დაწესებულება)
  • საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსება (არ შეიტანეს პირველი ამომრჩევლის მონაცემები) – 3 შემთხვევა (ბაღდათის N51.52.10; ბათუმის N69.79.01 და N70.79.58 უბანი)
  • წილისყრის პროცესის არასათანადოდ ჩატარების - 1 შემთხვევა  (რუსთავის 30.20.43)
  • კომისიის წევრმა უარი განაცხადა წილისყრაში მონაწილეობაზე - 1 შემთხვევა (თელავის N27.17.12 უბანი)

 

ხმის მიცემის პროცედურა:

  • სპეციალურ კონვერტში დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები ბიულეტენის მოთავსება - 1 შემთხვევა (ფოთის N61.70.23 უბანი)
  • მარკირების მქონე ამომრჩევლების გამოცხადება საარჩევნო უბნებზე - 2 შემთხვევა (რუსთავის N30.20.59 და N29.20.01 უბნებზე);
  • მარკირების პროცედურის არასათანადოდ წარმართვა - 1 შემთხვევა (ისნის N09.05.41 უბანი)
  • გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცედურის დარღვევა - 1 შემთხვევა (რუსთავის N29.20.87 უბანი);
  • რეგისტრატორების მიერ ამომრჩველთა რეგისტრაციის პროცესის არასათანადოდ წარმართვა - 4 შემთხვევა (რუსთავის N30.20.41 და N30.20.43 უბანი; ყვარელის N26.16.08 და ხელვაჩაურის N72.83.01 უბანი)
  • ამომრჩეველს არ შეუცვალეს გაფუჭებული ბიულეტენი - 1 შემთხვევა (ბათუმის N 70.79.92 უბანი);
  • ამომრჩეველთა ერთიანი სიის კედლისა და სამაგიდო ვერსიის შეუსაბამობის - 1 შემთხვევა (შუახევის N73.82.30 უბანი);
  • საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე აგიტაციის - 1 შემთხვევა (თეთრიწყაროს N32.21.12 უბანი);
  • სპეციალურ კონვერტში დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები ბიულეტენის მოთავსება - 1 შემთხვევა (ბათუმის N69.79.08 უბანი);
  • რიგ უბნებზე სათანადოდ არ ხდებოდა ამომრჩველთა ნაკადის რეგულირება და დაფიქსირდა უწესრიგობა (ბათუმის N69.79.44; N69.79.103; N70.79.23 და N70.79.91  უბნებზე). 
  • კომისიის მუშაობის ხელის შეშლა - 2 შემთხვევა. გარდაბნის N32.21.12 უბანზე არასამთავრობო ორგანიზაცია ა(ა)იპ „კონფლიქტების ანალიზისა და მართვის ევრაზიის ინსტიტუტი” დამკვირვებელის მხრიდან, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საარჩევნო უბანზე უფლების მქონე პირებს. რუსთავის N30.20.41 საარჩევნო უბანზე ერთ ერთი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი ხელს უშლიდა კომისიას უფლებამოსილების განხორციელებაში. მოხდა მცირე ინციდენტიც.
  • სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის პროცედურის დარღვევა (შატილის N38.28.34 უბანზე)
  • ზუგდიდის N65.67.30 უბანზე კენჭისყრის კაბინაში აღმოჩენილ იქნა 7 ცალი ბეჭედდასმული და ხელმოწერილი ბიულეტენი, რომელიც გაურკვეველია ვის მიერ და რა ვითარებაში იქნა დატოვებული.
  • დუშეთის N38.28.28 უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის მხრიდან ბიულეტენის განადგურების შემთხვევა.
  • საბურთალოს N05.03.13 საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს თავისი გვარის გასწვრივ ხელმოწერის გრაფაში სხვა პირის ხელმოწერა დახვდა.

უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ადგილი ჰქონდა აგიტაციისა და „ოჯახური“ ხმის მიცემის ფაქტებს საარჩევნო უბნებზე; ახალქალაქის N46.40.40 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის დამკვირვებელხე ზეწოლას და უფლებამოსილების განხორციელებისათვის ხელის შეშლას. ერთ-ერთი კომისიის წევრი სომხურ ენაზე აწარმოებდა აგიტაციას. CDD-ის დამკვირვებელის მიერ შედგენილ იქნა საჩივარი რომლის მიღებაზეც კომისიამ უარი განაცხადა.

 

საარჩევნო უბნის დახურვა და კენჭისყრის შედეგების შეჯამება

 

20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დროულად დაიხურა. ამომრჩეველთა საშუალო აქტივობის გამო საარჩევნო უბნების უმეტესობამ დროულად განახორციელა ხმის დათვლის პროცედურა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება და საარჩევნო დოკუმენტაციის ოლქისათვის წარდგენა. თუმცა იყო შემთხევები როდესაც საარჩევნო უბნებზე ხანგრძლივად გაჭიანურდა ხმების დათვლის პროცესი, უმეტესად კი თბილისში განთავსებულ საარჩევნო უბნებში, სადაც გამთენიამდე მიმდინარეობდა ხმების დათვლა. შეიიმჩნეოდა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესის არაორგანიზებულობა და კომპეტენციის სიმცირე.

 

დაფიქსირდა მცირედი ხარვეზები: ბიულეტენების თვლის პროცედურის წესების დარღვევის - 3 შემთხვევა, დოკუმენტაციის არასათანადო დალუქვის - 4 შემთხვევა, შემაჯამებელი ოქმის არასრულფასოვნად შევსების - 30-მდე შემთხვევა; შემაჯამებელ ოქმში საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის (მიღებული და ბათილი ბიულეტენების ჯამი) და კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას შორის შეუსაბამობის - 16 შემთხვევა.

 

აჭარაში დაფიქსირდა შემაჯამებელი ოქმების გაცემის დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევები. ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებლებს არ დაუქსეროქსეს ოქმი ან რიგ შემთხვევაში არ დაუმოწმეს სათანადო წესით.

 

გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა რიგი პროცედურული დარღვევები: საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება, კომისიის წევრის გამოუცხადებლობა, ხმის მიცემის პროცედურის დარღვევა და სხვა. აგრეთვე:

  • რუსთავის N17 დაწესებულებაში გახსილ N29.20.87 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილმა ერთ-ერთმა ამომრჩველმა (მსჯავდებულმა) ხმა მისცა სპეციალური სიის მეშვეობით. აღნიშნულ უბანზე ხმას აძლევს 91 ბრალდებული/მსჯავდებული, რომელთაგან მხოლოდ 11-მა პირმა გააკეთა არჩევანი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით. სამწუხაროდ დანარჩენ 80 პირს არ ქონდა სათანადო დოკუმენტი ან უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილობაზე და გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესი დასრულდა ვადაზე ადრე. ხმის მიცემის პროცედურა წარიმართა 11 კომისიის წევრის თანხლებით;
  • წყალტუბოს N14 დაწესებულებაში გახსნილ №57.58.68 საარჩევნო უბანზე ხმას აძლევს 68 ბრალდებული/მსჯავდებული, რომელთაგანაც მხოლოდ 6-მა პირმა გააკეთა არჩევანი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით. სამწუხაროდ დანარჩენ 62 პირმა უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილობაზე.
  • ისნის N9 დაწესებულებაში გახსილ №10.05.79 საარჩევნო უბნის სპეციალურ სიაში დაფიქსირდა ამომრჩეველი, რომელიც არ იყო არც აღნიშნული პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი და არც ხმის უფლების მქონე ბრალდებული/ მსჯავრდებული. აღნიშნული პირი ამავდროულად დაფიქსირდა დიდუბის N16.08.37 უბანზე.
  • ბათუმის N3 დაწესებულებაში გახსნილ №70.79.105 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცედურა მიმდინარეობს ზოგადი წესის დაცვით, თუმცა დაფიქსირდა შემთხვევები როდესაც პენიტენციური დაწესებულების მოქმედი თანამშრომლები არ იყვნენ შეყვანილი სპეციალურ სიაში და ვერ შეძლეს ხმის მიცემა.
  • რუსთავის N5 დაწესებულებაში განთავსებულ №30.20.85 უბანზე ხმის მიცემის უფლების მქონე მსჯავდებულმა სხვისი გვარის გასწვრივ მოაწერა სპეც სიაში ხელი.

გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბნებიდან ყველა საარჩევნო დოკუმენტაცია შესაბამისი პროცედურის დაცვით მიეწოდა მიმაგრებულ უბნებს, სადაც განხორციელდა შედეგების დათვლა და შეჯამება.

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა ეგრეთ წოდებული "კოორდინატორების" მობილიზების შემთხვევები საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე (წყალტუბოს 57.58.10 უბანზე)., რომლებიც "ჟურნალში" კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერების აღრიცხვას აწარმოებდნენ. აღნიშნული მანკიერი პრაქტიკა კვლავაც შესამჩნევი იყო, ეს უკანასკნელი კი არაპირდაირი აგიტაციის განხორციელების საშუალებაა, რაც ჩვენი შეხედულებით ზრდის საარჩევნო სუბიექტებს შორის პროვოცირებისა და დაპირისპირების რისკს.

 

მარნეულის N36.22.48, ბათუმის N69.79.01 და ქუთაისი N49.59.90 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტებს, თუმცა, მსგავსი სახის ინციდენტებს საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი არ შეუფერხებია. აღნიშნულთან დაკავშრებით "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა" მოუწოდა არჩევნებში ჩართულ მხარეებს შეენარჩუნებინათ სიმშვიდე და მიეცათ საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ნორმალურ პირობებში მუშაობის შესაძლებლობა, კანონიერი შედეგების უზრუნველსაყოფად.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში უცნობი პირების მიერ ორი საარჩევნო უბნის დარბევა, რომლებიც აჯამებდნენ კენჭისყრის შედეგებს. კომისიის წევრებს ძალადობით ჩამოართვეს ტელეფონი და მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები. მსგავსი მოქმედებები საფრთხეს უქმნის კენჭისყრის პროცესის კანონიერ და მშვიდ გარემოში ჩატარებას. ეს უკანასკნელი კი უარყოფითად მოქმედებს საარჩევნო გარემოზე და აზარალებს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ძალადობრივი ქმედებების ეფექტური გამოძიება, დროულად მოახდინონ ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება და მათთვის უმკაცრესი პასუხისმგებლობის დაკისრება.

 

საჩივრები 

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის დამკვირვებლების მიერ კენჭისყრის დღის პროცედურის დარღვევებთან დაკავშირებით შედგენილ იქნა 20 მდე განცხადება/საჩივარი რომელიც წარედგინა შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებს ადგილზე რეაგირებისათვის. აგრეთვე ჩანაწერთა წიგნში გაკეთდა 30-მდე შენიშვნა ჩანაწერი.

 

ხმის დათვლის და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში წარგენილ იქნა განცხადება/საჩივრები, რომელიც შეეხებოდა: საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირებისა და წევრების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებაა; საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გადასინჯვა და კანონიერი შედეგების დადგენასა და საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილობას.

 

სტატისტიკა

 

საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენება (25 საარჩევნო უბანზე)

*> დაკმაყოფილდა - 14
*> არ დაკმაყოფილდა - 1
*> განუხილველად იქნა დატოვებული - 1

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენება (36 საარჩევნო უბანზე)

*> არ დაკმაყოფილდა - 25
*> არ იქნა განხილული - 11

საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გადასინჯვა და კანონიერი შედეგების დადგენა (19 საარჩევნო უბანზე)

*> არ დაკმაყოფილდა - 15
*> ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - 1
*> არ იქნა განხილული - 3

საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ბათილობა (3 საარჩევნო უბანზე)

*> არ დაკმაყოფილდა - 3

CDD-ის ცხელი ხაზზე (790 333 111) განხორციელდა 30-მდე სატელეფონო შეტყობინება კენჭისყრის პროცედურებისა და მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების დარღვევებთან დაკავშრებით, რაზეც ჩვენმა დამკვირვებლებმა ადგილზე მოახდინეს შესაბამისი რეაგირება.

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციით არჩევნების დღის პროცესმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მთლიანობაში ორგანიზებულად, პროცედურების დაცვით ჩაიარა და შესაბამისად სადამკვირვებლო მისიის მიერ შეფასდა დადებითად. 

 

3-11-2016