საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნების მონიტორინგის შემაჯამებელი ანგარიში

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა (CDD) საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნების მონიტორინგის შედეგები შეაჯამა.

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD), ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით, დააკვირდა საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნების მიმდინარეობას საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში 200 კაციანი სადამკვირვებლო მისიით. არჩევნების მონიტორინგი განხორციელდა დაკვირვების თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით. CDD აკვირდებოდა როგორც წინასაარჩევნო, ასევე კენჭისყრის დღის (უბნის გახსნა, კენჭისყრის პროცესი და უბნის დახურვა) და არჩევნების შემდგომი პერიოდის მიმდინარეობას. არჩევნების დღეს მისია სრულად ფარავდა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბნებს. სადამკვირვებლო მისია საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობდა ადგილობრივი კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტებისა და ორგანიზაციის დამკვირვებლის ქცევის კოდექსის შესაბამისად. 

 

შემაჯამებელ ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების დღის, არჩევნების შემდგომი პერიოდისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურებზე, ასევე, განმეორებით არჩევნებსა და მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურზე. არჩევნები შეფასდა ეუთოს ვალდებულებებთან და დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებთან, ისევე როგორც ეროვნულ კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობის კუთხით

 

შემაჯამებელ ანგარიშში დეტალურადაა განხილული ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი თუ ფაქტი, რომელიც საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებს უძღოდა წინ, ასევე გაანალიზებულია ყველა ის პოზიტიური თუ ნეგატიური პროცესი, რომელმაც გავლენა მოახდინა არჩევნების მიმდინარეობასა თუ მის შედეგებზე.

 

ანგარიშში დეტალურად არის წარმოდგენილი ორგანიზაციის რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენი აზრით მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოსა და დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში და უზრუნველყოფს მორიგი არჩევნების თვისობრივად უკეთეს, გამჭვირვალედ, სამართლიან გარემოში ჩატარებას.

 

იხილეთ ანგარიში: http://cdd.ge/uploads/files/2020-09/1599832204_angarishi-sadamkvirveblo-misia-2016-1.pdf