სასულიერო პირების სამუშაო ვიზიტი ნატოში

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებისა და სასულიერო პირების ბრიუსელშისამუშაო ვიზიტი გრძელდება.

 

ამ წუთებში დელეგაციის წევრები შეხვედრებს ნატოს სათაო ოფისში მართავენ. ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრები უკვე შეხვდნენ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის. შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და საზოგადოების ამ პოროცესის შესახებ ინფორმირების კუთხით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩართულობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

 

“ნება ქართველი ერის ყოველთვის ევროპისკენ სწრაფვა იყო. დაცულობა იმ რეგიონში, სადაც რუსეთმა არაერთხელ მოახდინა აგრესია და ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, ჩვენი ხედვაა, რომ  ჩვენი დაცულობა უსაფრთხოების მხრივ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებაა... ის მითები, რომლებიც არსებობს ნატოს შესახებ უნდა დაინგრეს.” - განაცხადა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ.

 

ბელგიაში ვიზიტი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტომნაც შეაფასა:

 

“ჩვენ აქ ყველანირად მიღებული ვართ... ისევე, როგორც ჩვენ, მათაც ემსხვრევათ არსებული სტერეოტიპები, აინტერესებთ ვინ ვართ, რა ხალხი ვართ. ჩვენც გვაინტერესებს სად შევდივართ და რა ფასეულობებია იქ. ჩვენი ვიზიტი და ჩვენი წარმომადგენლობა სწორედ ამას ემსახურება.” - აღნიშნა მეუფე ანტონმა.

 

ნატოში შეხვედრები მთელი დღის განმვლობაში გაგრძელდება. სასულიერო პირებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს სახალხო დიპლომატიის საკითხებში კარმენ რომეროს, აშშ-ის, ნიდერლანდების, რუმიეთისა და  ბულგარეთის მუდმივ წარმოამდგენლებს. დელეგაცია ესტუმრება საქართველოს წარმომადგენლობას ნატოში, მათ ელჩი ალექსანდრე მაისურაძე უმასპინძლებთ.   

 

 

 

22-02-2017