სასულიერო პირების სამუშაო ვიზიტი ევროკავშირში

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები და სასულიერო პირები ევროკავშირს ესტუმრნენ. პირველი შეხვედრა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გაიმართა. მხარეებმა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე იმსჯელეს, ასევე, განიხილეს ევროკავშირის სხვადასხვა პროექტში ჩართვის შესაძლებლობა.

 

“ჩვენ გვქონდა ვიზიტი საქართველოს ოფიციალური დელეგაციისა ევროკავშირში. მაშინ დეკლარირებულად განცხადდა,  რომ ეკლესია ქართველი ხალხის ირგვლივ არის გაერთიანებული და ქართველი ხალხის არჩევანს უჭერს მხარს. დღეს მრევლს უნდა ვუამბოთ რას გვთავაზობენ... ახლა  უფრო კონკრეტულად პროექტების, ამ პროექტებში  მონაწილეობის თვალსაზრისით და იმ ინფორმაციის გაცვლის კუთხით, რაც საინტერესოა რეგიონებისთვის.” -  განაცხადა ბელგია-ჰოლანდიის ეპისკოპოსმა დოსითეოზმა.

 

დღის განმავლობაში, ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრები ევროკავშირის ინსტიტუციებში სამუშაო შეხვედრებს განაგრძობენ. ისინი ისეთ ინსტიტუციებს ეწვევიან, როგორებიცაა -  DG near, DG Regio, DG Agri. 

 

აღნიშნული სამუშაო შეხვედრების ციკლი პროექტის “საქართველო-ევროკავშირი“ ფარგლებში ხორციელდება.  აღსანიშნავია, რომ 7-11 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში ზემოხსებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა. 

 

პროექტი განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ორგანიზებით, საქართველოში დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩო ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 

 

პროექტის პარტნიორები არიან ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

23-02-2017