შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი აგრძელებს შეხვედრებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო). 17 მარტს ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი ახალი შემადგენლობით შეიკრიბა. მათ ცესკოს ინიციატივები და განხორციელებული აქტივობები შეაფასეს, რის შემდეგაც წარმოადგინეს საკუთარი რეკომენდაციები. 

 

სამუშაო ჯგუფი ცესკოში 2012 წლიდან მუშაობს და მისი მიზანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნაა. წელს აღნიშნული ჯგუფი გაფართოვდა და მის შემადგენლობაში ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების, ცესკოს სწავლების ცენტრის, სახალხო დამცველის ოფისის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

20-03-2017