საქართველო - ევროკავშირის საინფორმაციო კამპანია გრძელდება

საქართველო - ევროკავშირის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თავმჯდომარემ მიხეილ მირზიაშვილმა დიცის ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ. შეხვედრაზე იმ შესაძლებლობებსა და სარგებელზე ისაუბრეს, რომელსაც ეს პროცესი საქართველოს მოქალაქეებს მოუტანს. ასევე, დეტალურად განიხილეს უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები.

შეხვედრას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდა.

საინფორმაციო კამპანია ნატოსა და ევროკვშრის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება, ის მთელ საქართველოს მოიცავს.

21-03-2017