ვიზიტი ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) პროექტ “ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმება: მომავალი საქართველოსთვის” ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში, იოჰანეს დაუმა ვანისა და ბაღდათის ეპარქიას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ელჩმა შეხვედრა გამართა სასულიერო პირებთნ და  ვანის გიმნაზიაში არსებული  ევროატლანტიკური კლუბის წევრებთან, შეხვედრას სამღვდელმთავრო რეზიდენციაში მიტროპოლიტმა ანტონმა უმასპინძლა.

 

მოგვიანებით ნიდერლანდების ელჩმა მეუღლესთან და CDD-ს წარმომადგენლებთან ერთად ვანის საკათედრო ტაძრი, ვანის მართლმადიდებლური გიმნაზია და არქეოლოგიური მუზეუმი მოინახულა. იოჰანეს დაუმა თაფლის კოოპერატივ “საჩინოსაც” ეწვია.  ელჩს ევროკავშირის პროექტ “ENPARD” -ის მიერ დაფინანსებული კოოპერატივის შესახებ მისმა ერთ-ერთმა მეპაიემ ვანის მართლმადიდებლური გიმნაზიის პრო-რექტორმა დეკანოზმა პეტრემ უამბო.

 

<!--[if gte mso 9]> 96 <!--[if gte mso 9]> Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE <!--[if gte mso 9]> <!--[if gte mso 10]> /* Style Definitions */ table.MsoNormalTable {mso-style-name:"Table Normal"; mso-tstyle-rowband-size:0; mso-tstyle-colband-size:0; mso-style-noshow:yes; mso-style-priority:99; mso-style-parent:""; mso-padding-alt:0in 5.4pt 0in 5.4pt; mso-para-margin:0in; mso-para-margin-bottom:.0001pt; mso-pagination:widow-orphan; font-size:12.0pt; font-family:Calibri; mso-ascii-font-family:Calibri; mso-ascii-theme-font:minor-latin; mso-hansi-font-family:Calibri; mso-hansi-theme-font:minor-latin;} <!--StartFragment--> <!--EndFragment-->

შეხვედრა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. პროექტი დაფინანსებულია დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ.

27-03-2017