ნიდერლანდების ელჩის ვიზიტი ფოთში

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) პროექტ “ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმება: მომავალი საქართველოსთვის” ფარგლებში ნიდერლანდების ელჩი ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ფოთში სტუდენტებსა და სასულიერო პირებს ესაუბრა.

შეხვედრა ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა.ელჩმა განმარტა, რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია. მსგავს საინფორმაციო შეხვედრებს დიპლომატი საქართველოს სხვა რეგიონებშიც გამართავს.

შეხვედრა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. პროექტი დაფინანსებულია დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ.

28-03-2017