სემინარი „ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი“

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარემ, მიხეილ მირზიაშვილმა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეების დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ასოცირების შეთანხმებისა და ვიზალიბერალიზაციის თემაზე. შეხვედრა სემინარის „ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი“ ფარგლებში შედგა, მას 80-მდე მონაწილე ესწრებოდა. 

ღონისძიების გახსნაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ვიცე-პრემიერმა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ნინო ბოლქვაძემ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა მიმართეს.

სტუმრებს დღის განმავლობაში სხვადასხვა ექსპერტი თუ სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელი, საქართველოსა და ევროპის ისტორიულ ურთიერთობებზე, ასევე, ევროკავშირის დახმარების პროგრამებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე დეტალურ ინფორმაციას მიაწოდებენ.
ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით იმართება.

24-05-2017