თანამშრომლობის მემორანდუმი

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.

დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები, საარჩევნო კოდექსში კონკრეტული მუხლების (45-ე, 48-ე, 49-ე მუხლები) ერთგვაროვან განმარტებაზე შეთანხმდნენ. ამიერიდან მხარეები წინასაარჩევნო აგიტაციასთან მიმართებაში, ასევე, ადმინისტრაციული და სასამართლო საქმის წარმოების დროს მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ. 
მემორანდუმი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასა და ათ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის გაფორმდა.

29-08-2017