გადაცემათა ციკლი „საქართველო ევროპულ ოჯახში“

2016 წელს, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის “ერთსულოვნების” ეთერში CDD-ს ინიციატივითა და ორგანიზებით გადაცემათა ციკლი „საქართველო ევროპულ ოჯახში“ მიმდინარეობდა.

პროექტის მიზანი იყო მოსახლეობის ინფორმირება იმ კონკრეტული სიკეთეების შესახებ, რომელიც ევროკავშირს ქვეყნის განვითარებისთვის მოაქვს. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე მომზადდა 45 წუთიანი 18 ეპიზოდი, თითოეული ეპიზოდი კი ტელევიზიის ეთერში არაერთხელ გაშუქდა.

პროექტი ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით განხორციელდა.