ევროკლუბების დაფუძნება საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

CDD აქტიურად მუშაობს ახალგაზრდების მხარდაჭერისა და მათთვის საინტერესო შესაძლებლობების მიმართულებით. CDD-ს პროექტის ფარგლებში, 2016 წელს ვანში, წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიაში ევროატლანტიკური კლუბი „სურიონი“ დაფუძნდა. კლუბი რეგიონში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ადგილობრივი მოსახლეობის, ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდის მიმართულებით წარმატებით მუშაობს.

კლუბის წარმატების გათვალისწინებით, CDD მიმდინარე პროექტის „საქართველო ევროპულ ოჯახში“  ფარგლებში პირველი ევრო კლუბი გაიხსნა გორის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გიმნაზიაში.

პროექტში მონაწილე მართლმადიდებლურ გიმნაზიებში ეტაპობრივად გაიხსნება

ევროკლუბები, რომლებიც არაფორმალური განათლების ელემენტებით, სასკოლო საათების შემდგომი დროის ეფექტიანად გამოყენების საშუალებაა.