„გადაწყვეტილება შენზეა“

რატომ არის მნიშვნელოვანი არჩევნებში ახალგაზრდების ჩართულობა?  როგორია თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა არჩევნების დღეს? არის თუ არა ერთი ხმა მნიშვნელოვანი საბოლოო შედეგებისთვის?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად CDD-მ 2013-2018 წლებში, ახალგაზრდებისთვის პროექტი „გადაწყვეტილება შენზეა“ განახორციელა. პროექტის მიზანი საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება, საარჩევნო და პოლიტიკური ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდა და არჩევნებში ახალგაზრდა ამომრჩევლის როლის გააქტიურება იყო.

პროექტის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს რეგიონებში (რუსთავი, თელავი, ახალციხე, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, ოზურგეთი, ) მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო და ინტერაქტიული სახის ღონისძიებები მოეწყო. ამ საკითხებზე, ქვეყნის მასშტაბით ფოტო, ვიდეორგოლებისა და სლოგანების კონკურსებიც გაიმართა.

პროექტი CDD-ს მიერ, ევროპის საბჭოსთან (CoE) თანამშრომლობითა და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორცელდა.