პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა

პროექტი „პოლიტიკური პარტიების რესურსების გაძლიერება დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისათვის-2018“ მიზანი იყო პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

პროექტის მიზნები იყო: პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საარჩევნო კვალიფიკაციის ამაღლება სამეგრელო და ზემო სვანეთის რეგიონში შემავალ 5 თვითმმართველ ერთეულში (აბაშა, მარტვილი, სენაკი, ჩხოროწყუ, ხობი);პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერება, ინტერაქტიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების გზით; შიდა პარტიული დემოკრატიის წახალისება, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების, პოლიტიკური კულტურის დახვეწისა და კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნისათვის.

პროექტის ამოცანები სამეგრელო და ზემო სვანეთის რეგიონის ხუთ თვითმმართველ ერთეულში/საარჩევნო ოლქში (აბაშა, მარტვილი, სენაკი, ჩხოროწყუ, ხობი): საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნის უფლების მქონე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთათვის არჩევნებთან დაკავშირებით შესაბამისი საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების განხორციელება, კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთათვის არჩევნებთან დაკავშირებით შესაბამისი საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების განხორციელება, ბოლო ოთხი წლის მანძილზე გამართულ ერთ-ერთ საერთო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთათვის არჩევნებთან დაკავშირებით შესაბამისი საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების განხორციელება