CDD-ს სადამკვირვებლო მისია

CDD-ს მთავარი პრიორიტეტული მიმართულება არჩევნების მონიტორინგია. CDD-ს სადამკვირვებლო მისია საარჩევნო პროცესებს 2012 წლიდან  აქტიურად აკვირდება.

ორგანიზაციამ განახორციელა შემდეგი სახის არჩევნების მონიტორინგი:


  • 2012 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნები
  • 2013 წლის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები
  • 2013 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
  • 2014 წლის საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნები
  • 2016 წლის საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შუალედური და აღმასრულებელი ორგანოს რიგგარეშე არჩევნები
  • 2017 წლის ქალაქ თბილისის მერის არჩევნები
  • 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
  • 2019 წლის რიგგარეშე/შუალედური არჩევნები.


განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის სადამკვირვებლო მისია დაკომპლექტებულია როგორც გრძელვადიანი დამკვირვებლებით ასევე მოკლევადიანი დამკვირვებლებით. სადამკვირვებლო მისიის დაკომპლექტებისას გათვალისწინებულია ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის პოლიტიკა.  სადამკვირვებლო მისიის შემადგენლობაში შედიან ქვეყნის გარეთ გამართულ სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობის გამოცდილების მქონე პირები, რომელთაც გავლილი აქვთ (OSCE/ODIHR) ორგანიზებით გამართული გრძელვადიანი (LOT) და მოკლევადიან დამკვირვებელთა (STO) მოსამზადებელი ტრენინგები. მონიტორინგის განსახორციელებლად გამოიყენება CDD-ის მიერ შემუშავებული დაკვირვების განხორცილების მეთოდოლოგია, სამივე დონის საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის პრინციპების და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. მზადდება დამკვირვებლის სახელმძღვანელო და დამკვირვებელთა სამოქმედო გეგმა, ლოჯისტიკური საკითხებისა და ეფექტური მენეჯმენტის გათვალისწინებით. სადამკვირვებლო მისია საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს ადგილობრივი კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტებისა და ორგანიზაციის დამკვირვებლის ქცევის კოდექსის შესაბამისად.


ორგანიზაციის პრინციპებია: კანონის პატივისცემა, დემოკრატიულობა, მიუკერძოებლობა, სიზუსტე, გამჭირვალობა და პროფესიონალიზმი.