ინფორმირებული ამომრჩეველი

პროექტი "ინფორმირებული ამომრჩეველი - 2018“ CDD-მ ტელე - რადიო კომპანია „რიონთან" პარტნიორობით განახორციელა. პროექტის მიზანს წარმოადგენდა იმერეთის რეგიონში ამომრჩევლის ინფორმირება, საარჩევნო ცნობიერების ამაღლება და საარჩევნო პროცესში სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლების ხელშეწყობა, რეგიონულ მაუწყებელთა ჩართულობით.

პროექტის ფარგლებში, 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის შეიქმნა მედია პროდუქტი (სატელევიზიო რუბრიკები არსებულ წარმატებულ გადაცემებში, სიუჟეტები, ქუჩის გამოკითხვები, სტუმრების მოწვევა და საუბრები და ა.შ.) რომლის მიზანიც იყო ამომრჩევლის ინფორმირებულობა არჩევნებისა და ამ პროცესში თითოეული მოქალაქის როლის მნიშვნელობაზე.

პროექტი ორიენტირებული იყო საინფორმაციო სივრცის შექმნაზე, ამომრჩევლის მიერ გააზრებული არჩევანის გაკეთების ხელშეწყობასა და წახალისებაზე.