გიორგი ფარეშიშვილი

CDD-ს პროექტის ხელმძღვანელი. 2017-დან 2018 წლამდე იკავებდა ქალაქ ფოთის მერის მოადგილის პოზიციას. 2016 წლიდან 2017 წლამდე კი იყო ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე. სხვადასხვა დროს მუშაობდა რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელსა და კოლეჯში ადმინისტრაციულ და აკადემიურ თანამდებობებზე, უძღვებოდა სალექციო კურსს საეკლესიო სამართალში, რელიგიების ისტორიასა და კონსტიტუციურ სამართალში. არაერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის საორგანიზაციო ჯგუფს; 2013-16 წლებში, ასევე, იყო განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) გამგეობის წევრი. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნების სამართლებრივი მოწყობის საკითხებზე. ბაკალავრის ხარისხი მიიღო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე, ამავე უნივერსიტეტში მიენიჭა საჯარო სამართლის მაგისტრის ხარისხი, ამჟამად არის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) დოქტორანტი სოციალურ მეცნიერებებში.