მიხეილ მირზიაშვილი

CDD-ს თავმჯდომარე და გამგეობის წევრი. 25 წელზე მეტია საქმიანობს სამოქალაქო სექტორში და მუშაობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, რეგიონული თანამშრომლობის, კონფლიქტების მოგვარების და პრევენციის, თემებზე. აქვს ევროკავშირში მოქმედ საერთაშორისო  სამშვიდობო ორგანიზაციაში მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება, 2005–2013 წლებში ხელმძღვანელობდა სამშვიდობო პროექტებს შავი ზღვისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. გავლილი აქვს ადამიანის უფლებათა ადვოკატირების პროგრამა კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებრივ ურთიერთობათა სკოლაში. არის არაერთი ნაშრომის ავტორი - მათ შორისაა გზამკვლევები ასოცირების ხელშეკრულებისა და „ევროკავშირის შესახებ.“ მონაწილეობდა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრების კომუნიკაციის 2017-2020 წლების სტრატეგიის შემუშავებაში. არჩეული იყო, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტის წევრად