ქეთევან ჩაჩავა

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; მსოფლიო მოძრაობა დემოკრატიისთვის” მმართველი კომიტეტის წევრი; სექტორი 3-ის დამფუძნებელი; სამოქალაქო სექტორში 15-წლიანი წარმატებული კარიერის განმავლობაში, მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში შემდეგი სფეროების მიმართულებით: დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ნდობის აღდგენა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ინტერრელიგიური დიალოგის ხელშეწყობა, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მუშაობა და სხვა. 2006-2014 წლებში მუშაობდა სხვადასხვა კომიტეტისა და სამუშაო ჯგუფის არჩეულ წევრად ევროპის საბჭოში(CoE), ევროპის ახალგაზრდულ ფორუმსა (EYF) და ევროპის სტუდენტთა კავშირში (ESU). ფლობს მაგისტრის ხარისხს კონფლიქტების მართვაში. არის BRIDGE-ის ფასილიტატორი და სერტიფიცირებული საერთაშორისო დამკვირვებელი ეუთოს დემოკრატიული ინტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში(OSCE/ODIHR).