საქართველო, როგორც ახალი მიმართულება საქმიან ტურიზმში

CDD-სა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობით პროექტი: „საქართველო, როგორც ახალი მიმართულება საქმიან ტურიზმში“ ხორციელდება. არსებული პროექტის უნიკალურობაა, ინტერსექტორალური თანამშრომლობის ფორმატი, რაც ქვეყანაში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების - ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.

პროექტის ფარგლებში, საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE Tourism) პოტენციალის განვითარების მიზნით ბრიტანული კომპანიის „Kennedy Integrated Solutions” ექსპერტების სამუშაო შეხვედრები სექტორი 3-ში ჩატარდა. სამუშაო შეხვედრების მიზანია საქმიანი ტურიზმისა და ღონისძიებების ინდუსტრიის განვითარებაში ბრიტანული გამოცდილების გაზიარება, კონსულტაციების გაწევა და სპეციალურად საქართველოსთვის MICE ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შექმნა.

მსგავსი დოკუმენტი ქვეყნისთვის პირველად შეიქმნება, რომელიც დაიტანს საქართველოს საქმიანი ტურიზმის რუკაზე და შექმნის კონკურენტუნარიან პირობებს ევროკავშირისა და სხვა სტრატეგიული ბაზრებიდან მასშტაბური ღონისძიებების, კონგრესებისა და კონფერენციების მოსაზიდად.