ახალგაზრდობა და არაფორმალური განათლება

ახალგაზრდობა და არაფორმალური განათლების გაძლიერება CDD-ის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 

ჩვენი ერასმუს+­_ის მიმართულება საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა თემატიკის ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტრენინგებსა და ახალგაზრდულ გაცვლით პროექტებში.

ერასმუს+ არის ევროკავშირის პროგრამა განათლების, ტრენინგების, ახალგაზრდებისა და სპორტის სფეროში, რომელიც დაიწყო 2014 წელს და გაგრძელდება 2020 წლამდე. CDD აქტიურად არის ჩართული ერასმუს+­_ის KA 1 მიმართულებით, რომელიც მოიცავს:

  • ახალგაზრდული გაცვლები (Youth Exchange)
  • ახალგაზრდულ მუშაკთა მობილობა (Mobility of Youth Workers)
  • მოხალისეობრივი აქტივობები (ESC) 

CDD აქტიურად მუშაობს ESC იგივე ევროპის სოლიდარობის კორპუსისმიმართულებით. ESC ახალგაზრდული მოხალისეობრივი პროგრამაა, რომელში ჩართვა 17-დან 30 წლამდე ახალგაზრდას შეუძლია და მისი მოხალისეობრივი საქმიანობა სრულად დაფინანსებულია პროგრამის მიერ.
ხარისხის ნიშნის საფუძველზე, CDD აგზავნის ქართველი ახალგაზრდებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოხალისეობრივი საქმიანობის შესასრულებლად და ასევე, საქართველოში მასპინძლობს ევროპელებს.