ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის პრაქტიკაში ახალგაზრდების წარმომადგენლობის გაძლიერება, მათი კომპეტენციებისა და ჩართულობის მექანიზმების განვითარების გზით

პროექტი „ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის პრაქტიკაში ახალგაზრდების წარმომადგენლობის გაძლიერება, მათი კომპეტენციებისა და ჩართულობის მექანიზმების განვითარების გზით” ხორციელდება განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის” (CDD) და   „რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის” (ISCR) მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდა ქალების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ ქვემო ქართლის რეგიონის 3 (სამ) შერჩეულ მუნიციპალიტეტში - რუსთავში, ბოლნისსა და დმანისში.

პროექტი ითვალისწინებს ტრენინგებს მასწავლებლებისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობისთვის გზამკვლევის შემუშავებას, შეხვედრებსა და სხვა აქტივობებს.