პროექტი „საქართველო ევროპულ ოჯახში“

პროექტს „საქართველო ევროპულ ოჯახში“ CDD 2014 წლიდან ახორციელებს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლების, საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჩართულობისა და აღნიშნული პროცესის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას.

 

პროექტის ახალი ფაზა 2019 წლიდან დაიწყო და ის CDD-ს მიერ გასული წლების განმავლობაში მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებს ეფუძნება. 

 

პროექტი ორწლიანია და მის ფარგლებში გაიმართება არაფორმალური საგანმანათლებლო ღონისძიებები (ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, კონფერენციები, დისკუსიები, ფილმების ჩვენებები და სხვ.), ასევე მაღალი დონის რელიგიური ლიდერების სასწავლო ვიზიტები ქვეყნის გარეთ.

 

პროექტის ფარგლებში, დაფუძნდება და ხელი შეეწყობა საქართველოს რეგიონების საგანმანთლებლო დაწესებულებებში ევრო-კლუბების ფუნქციონირებას. პროექტი, ასევე მოიცავს სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანიას, სატელევიზიო პროგრამებსა და კონკურსებს.

 

პროექტს მხარს უჭერს საქართველოში ბრიტანეთის საელჩო და დიდი ბრიტანეთის მთავრობის კარგი მმართველობის ფონდი (GGF). პროექტის სხვა მხარდაჭერები არიან საგარეო საქმეთა სამინისტრო და სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“.