საგანმანათლებლო პროექტი „საქართველო და ევროკავშირი“

2014 წლიდან CDD-მ უნარ-ჩვევების განვითარებისა და ევროინტეგრაციის პროცესის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისა და მითების მსხვრევის მიმართულებით არაერთი საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა.  2014-2017 წლებში, საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში სხვადასხვა სახის შეხვედრა, ღია ლექცია, ვორქშოპი და ინტენსიური ტრენინგ-სემინარი გაიმართა.

პროექტებში საერთო ჯამში, 3000-მდე მონაწილე ჩაერთო, მათ შორის იყვნენ საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლები და მოსწავლეები, ასევე, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსები, მღვდლები, ბერები და მონაზვნები.

პროექტი განხორციელდა საპატრიარქოს განათლების სისტემასა და წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან აქტიური პარტნიორობით.

პროექტის მხარდამჭერები არიან:  ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საელჩო, კარგი მმართველობის ფონდი, ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) და საქართველოში აშშ-ს საელჩო.