ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ / EUvsDisinfo

CDD-ისა და სექტორი 3-ის ორგანიზებით,  2019 წლის 18-22 ნოემბერს, თბილისმა სტრატეგიული კომუნიკაციების კვირეულს უმასპინძლა. კვირეული  სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირების, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან გამოცდილების გაზიარებასა და სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

„ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“- ამ სახელწოდების მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას თბილისმა 21-22 ნოემბერს უმასპინძლა. კონფერენცია პირველად გაიმართა და  მნიშვნელოვანია, რომ სწორედ საქართველო იყო მისი მასპინძელი ევროკავშირის სამეზობლოში. კონფერენციის მიზანია ევროკავშირსა და მის სამეზობლოში დეზინფორმაციის საფრთხეების გაანალიზება და კოორდინირებული ქმედებების ხელშეწყობა იყო.  კონფერენცია დეზინფორმაციის წინააღმდეგ ევროკავშირის მთავარი სამოქმედო გეგმის, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და კამპანიის „EUvsDisinfo” შემადგენელი ნაწილია. „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“- ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროკავშირის დელეგაციის, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრისა (CDD) და სექტორი 3-ის ორგანიზებით, საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტთან, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით გაიმართა. ევროკავშირთან ერთად ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერი ფონდი „პროდემოსი“ იყო.