ლაშა მელაძე

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) პროექტ „კენწეროს“ ხელმძღვანელია. იგი საარჩევნო საკითხთა ექსპერტ-ანალიტიკოსი, მკვლევარი და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის (CoE) ადგილობრივი კონსულტანტია. ლაშას აქვს 20 წლიანი გამოცდილება როგორც საჯარო და სამოქალაქო სექტორში მუშაობის, ისე სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარების კუთხით. ლაშა არის გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დემოკრატიისა და არჩევნების ხელშეწყობის საერთაშორისო ინსტიტუტისა და ავსტრალიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების სფეროში რესურსების განვითარების პროგრამის - BRIDGE სრულად აკრედიტებული ფასილიტატორი. 2009 წლიდან მოყოლებული ლაშას განხორციელებული აქვს სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციების (EU, USAID, IFES, UNDP, CDD) პროგრამები ექსპერტის, ტრენერის და მკვლევარის სტატუსით.