ბექარ ოიკაშვილი

CDD-ის გამგეობის წევრი, დამფუძნებელი და ინოვაციური და ახალი ტექნოლოგიების მიმართულებების ხლემძღვანელი. აქვს დიდი პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა სტარტაპ ეკოსისტემა, თანამედროვე ტექნოლოგიები და ტექნოლოგიური პროექტების მართვა.

ბექამ დაამთავრა თსუ საერთაშორისო სამართლის განხრით. ასევე, სწავლობდა ჟენევაში, ევროპის უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე. ფლობს მაგისტრის ხარისხს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების განხრით. ამჟამად, მუშაობს სადოქტორო ხარისხის დასაცავად ინფორმატიკის დარგში.

ბექა მუშაობს ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე, ასევე ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე მთავარ სპეციალისტად. პარალელურად კითხულობს ლექციებს კავკასიის უნივერსიტეტში.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა მთავარ სისტემურ ადმინისტრატორად კომპანია “UGT”-ში და “Socar Energy Georgia”-ში.

არის აიტი კომპანია “არიადნე ჯგუფი”-ს და ტექნოლოგიური სტარტაპის “Twini” დამფუძნებელი, აღმასრულებელი და ტექნიკური დირექტორი.