არჩილ ქურციკიძე

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ფინანსური მენეჯერი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. აქვს ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები სპეციალობით  „ფინანსები და საბანკო საქმე“. 2014 წლიდან ფლობს საქართველოს დამოუკიდებელ ბუღალტერთა და აუდიტორთა საზოგადოების სერთიფიკატს - „პროფესიონალი ბუღალტერი“.  2012-2016 წლებში მუშაობდა ადგილობრივ აუდიტორულ კომპანიაში, სადაც ჩართული იყო ალტერნატიული აუდიტის პროექტში. აქვს მთავარ ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება სხვადასხვა კერძო და სამოქალაქო ორგანიზაციებში.