საერთაშორისო კონფერენცია 2012 წლის 1 ოქტომბრის საქარლამენტო არჩევნების შედეგად მიღებული გამოცდილებისა და დაგროვილი რეკომენდაციების გაზიარება
30 იანვარს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ერთობლივი ღონისძიება, რომელიც გაიმართება ევროკავშირის მხარდაჭერით. „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ სახელით ღონისძებას ესწრებოდა ორგანიზაციის თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საარჩევნო რეფორმის მიმდინარეობა და საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ წარმოდგენილი რეკომენდაციების განხორციელების გზები. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ხელისუფლების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ წარმომადგენლმა ქეთევან ჩაჩავამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ორგანიზაციის რეკომენდაციები და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საარჩევნო სისტამაზე, საარჩევნო ადამინისტრაციისა და დამოუკიდებელ კომისიებს შორის ფუნქციათა გადანაწილების მნიშვნელობას, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესსა და სხვა აქტუალურ საკითხებს.