გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ”კონფლიქტების მართვა საარჩევნო პროცესებში”
20-22 თებერვალს სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მესამე ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრებიან. ღონისძიებას ესწრება CDD-ს თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა.
კონფერენციის მთავარი თემაა - ”კონფლიქტების მართვა საარჩევნო პროცესებში”.
წელს ცენტრალური საარჩევნო კომისია კონფერენციას საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრთან ერთად მართავს. (ICPS - ორგანიზაცია უკვე წლებია ხელს უწყობს ეფექტური პოლიტიკის წარმოებას და მართვას სხვადასხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებსა და მთავრობებს შორის ურთიერთქმედების ხელშეწყობით. ICPS-ი არის არაერთი საერთაშორისო სწავლებისა და ტრენინგების ორგანიზატორი საარჩევნო საკითხებში, რითაც ასევე მუდმივად უწყობს ხელს დემოკრატიის განვითარებას).
საარჩევნო ადმინსიტრაციების წარმომდგნლები საკუთარ პრეზენტაციებს და ხედვას წარმოადგენენ; ხოლო საერთაშორისო სხვადასხვა კომპანიები: Smartmatic, Cross Match Technologies, Dominion Voting System, Scytland Gilat Satellite Networks კონფერენციის მონაწილეებს გააცნობენ ოპტიკურ სკანერებს, ელექტრონული ხმის მიცემისთვის საჭირო სპეციალურ მანქანებს და სხვა საარჩევნო ინოვაციურ ტექნოლოგიებს.