გაიმართა საერთაშორისო კონფერენციის ”ეთნიკური მრავალფეროვნება ჰარმონიული განვითარებისათვის”

26 თებერვალს, სასტუმრო ”რადისონ ბლუ ივერიაში” გაიმართა კონფერენციას ”ეთნიკური მრავალფეროვნება ჰარმონიული განვითარებისათვის”, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს ორგანიზებით. პროექტის ”წავახალისოთ მრავალფეროვნება - პატივი ვცეთ ყველას” ფარგლებში, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. 

 

კონფერენცია მიზნად ისახავდა დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას პროექტის ფარგლებში ჩატარებული ხარისხობრივი კვლევის შესახებ, რომლის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების თემთა წინაშე არსებული პრობლემების, საჭიროებებისა და გამოწვევების ძირეული შესწავლა, გააზრება და გაანალიზება. ხარისხობრივი კვლვის ფარგლებში ორგანიზებულ ფოკუს ჯგუფებში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში მცხოვრები სომხური, აზერბაიჯანული და მცირერიცხოვანი ეთნიკური სათვისტომოების წარმომადგენლები. 

 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ეთნიკური უმცირესობების საკითხებით დაკავებული ექსპერტებმა, საქართველოს 8 მინისტრმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, 3 კომიტეტის თავმჯდომარემ და პარლამენტის 7 წევრმა, სახალხო დამცველმა, ისევე როგროც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და შესაბამისი პროფილის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ღონისზიებას დაესწრო ორგანიზაცია განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა.