გაიმართა ტრენინგი „აქტიურ მოქალაქეთა სკოლა II“ ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდა წარმომადგენელთათვის
ორგანიზაცია “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი”- CDD-მა “Estonian Atlantic Treaty Association” (EATA)-სთან პარტნიორობით 13-15 მარტს ბაკურიანში სასტუმრო „ვერე პალასში“ განხორციელდა პროექტი “აქტიურ მოქალაქეთა სკოლა II”, რომელიც დაფინანსებულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
ტრენინგი მოიცავდა თემებს, როგორიცაა პროექტის მართვა, პრაქტიკული პროექტ-მენეჯმენტი, დაკავშირებული რისკები, გამოწვევები და ა.შ. მათ უძღვებოდნენ ესტონეთიდან მოწვეული ექსპერტები. ტრენინგს დაესწო 21 ახალგაზრდა. ჯგუფი ძირითადად დაკომპლექტებული გახლდათ სამცხე ჯავახეთში მცხოვრები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით.
ტრენინგების საფუძველზე შეირჩევა 8 ახალგაზრდა, რომელიც მაისის თვეში ესტონეთში გამეგზავრება.