ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულება

არასამთავრობო სექტორმა, ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოსთან პარტნიორობით, საზოგადოებას პოლიტიკის დოკუმენტები წარუდგინა, რომელიც აფასებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

 

პრეზენტაცია „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში“ გაიმართა, სადაც სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვა, თუ როგორ ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება რეფორმებს შემდეგი მიმართულებებით:  ბავშვთა უფლებები, შრომითი სტანდარტები, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, თანასწორობა, განათლება და ახალგაზრდობა, კონფლიქტები, კულტურა და მედია.

 

განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თაობაზე პოლიტიკის დოკუმენტები მომზადებულ და წარდგენილ იქნა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის მიერ.

 

პოლიტიკის დოკუმენტი მომზადებულ იქნა სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრის პროექტის  "ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგისა და სამოქმედო გეგმის ხუთი სფეროს სამოქალაქო მონიტორინგი" ფარგლებში, ფონდის “ღია საზოგადოება-საქართველო” მხარდაჭერით.