ნათია ზოიძე

ნათია ზოიძე CDD-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ადამიანის უფლებათა დამცველი. აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით საჯარო და სამოქალაქო სექტორში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება.
ნათიას მიზანია ხელი შეუწყოს დემოკრატიული მმართველობის წინსვლას, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და გამჭვირვალე და ინკლუზიური საარჩევნო პროცესების ადვოკატირებას.
ნათია გახლავთ ჩივნინგის სტიპენდიანტი და განათლება აქვს მიღებული საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში. ნათია დიდი ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით 2019-2020 წლებში სწავლობდა Queen Mary Univeristy of London-ში ადამიანის უფლებათა სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.
