კონკურსი მედიასაშუალებებისა და ცალკეული ჟურნალისტებისთვის თემაზე „მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობაში“ გრძელდება.

კონკურსი მედიასაშუალებებისა და ცალკეული ჟურნალისტებისთვის თემაზე „მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობაში“ გრძელდება.
თუ ხარ ჟურნალისტი, გიწევს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხებთან მუშაობა, გსურს შენი ამბები უფრო მიმზიდველი გახადო და ამავდროულად პლანშეტური კომპიუტერი მოიგო, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია და განაცხადის ფორმა იხილეთ ლინკზე https://bit.ly/3wZZx69
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ნოემბერი.
კონკურსი ხორციელდება რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის (ISCR) და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ერთობლივი პროექტის "ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის პრაქტიკაში ახალგაზრდების წარმომადგენლობის გაძლიერება, მათი კომპეტენციებისა და ჩართულობის მექანიზმების განვითარების გზით" ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.