მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობას: საარჩევნო უბნის გახსნას, კენჭისყრის პროცესს, უბნის დახურვასა და შედეგების შეჯამებას, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) 50 კაციანი სადამკვირვებლო მისია დაკვირდა.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობას: საარჩევნო უბნის გახსნას, კენჭისყრის პროცესს, უბნის დახურვასა და შედეგების შეჯამებას, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) 50 კაციანი სადამკვირვებლო მისია დაკვირდა თბილისსა და რეგიონებში, მობილური ჯგუფების მეშვეობით.
CDD-ის სადამკვირვებლო მისია, სრულად ფარავდა კრწანისის N4 საარჩევნო ოლქში ტექნოლოგიების გამოყენებით (ე.წ. ელექტრონული ხმის დათვლის პროცესის) საპილოტე პროექტის მიმდინარეობას ოცდათერთმეტივე საარჩევნო უბანზე, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ უმნიშვნელოვანესია სწორი შეფასება მიეცეს აღნიშნულ საპილოტე პროექტს, რომელიც შესაძლებელია მომავალში ქვეყნის სრული მასშტაბით იქნას განხორციელებული.
არჩევნების მონიტორინგის 11 წლიანი გამოცდილების პირობებში, აღნიშნული მისია რიგით 21-ეა CDD-სთვის.
გვინდა დიდი მადლობა ვუთხრათ სადამკვირვებლო მისიის თითოეულ წევრს ჩართულობისა და გაწეული შრომისთვის. აქვე, განსაკუთრებული მადლობა სახალხო დაფინანსების/Crowd Funding-ის თითოეულ მხარდამჭერს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა 2021 სადამკვირვებლო მისიის განხორციელება.
ჩვენი სადამკვირვებლო მისიის პრინციპები უცვლელია: კანონის პატივისცემის დემონსტრირება, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, სიზუსტე, გამჭვირვალობა და პროფესიონალიზმი.