სადამკვირვებლო მისიის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსების 108% მოგროვებულია
თქვენი თანადგომით, 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე მცირე მაგრამ მნიშვნელოვანი სადამკვირვებლო მისიის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსების 108 % მოგროვებულია.
თქვენი თანადგომით, ჩვენ ვართ პირველი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიას განახორციელებს სახალხო დაფინანსების გზით.
და ეს ყველაფერი “Crowdfunding-ის ქართული პლატფორმის www.orbelianimeti.ge-ის მეშვეობით გახდა შესაძლებელი. დიდი მადლობა პლატფორმა ორბელიანი მეტს თანადგომისთვის.
CDD განსაკუთრებულ მადლობას უხდის თითოეულ შემომწირველს და მხარდამჭერს.
ჩვენ ერთად ვქმნით ისტორიას!
გვჯერა, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ განვავითარებთ ძლიერ დემოკრატიას საქართველოში!