დაუჭირეთ მხარი CDD-ის 2021 წლის ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიას.

დაუჭირეთ მხარი CDD-ის 2021 წლის ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიას.
უკვე მეორე არჩევნებია განვითარების და დემოკრატიის ცენტრი (CDD) სახალხო დაფინანსების/Crowdfunding-ის გზით ცდილობს სადამკვირვებლო მისიის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსების მობილიზებას.
2020 წელს, პირველად ქართული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ისტორიაში, CDD-იმ არჩევნების დაკვირვებისთვის საჭირო რესურსების მოპოვება Crowdfunding-ის საერთაშორისო პლატფორმის www.GoFundMe.com მეშვეობით შეძლო.
წელს კი გვიხარია, რომ Croudfunding-ის შესაძლებლობა ქართული პლატფორმის www.orbelianimeti.ge- ის მეშვეობით გახდა შესაძლებელი.
იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი თანადგომით მოვახერხებთ საჭირო რესურსის მობილიზებას 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე მცირე მაგრამ მნიშვნელოვანი სადამკვირვებლო მისიის მხარდასაჭერად.
თქვენი თანადგომით, ჩვენ ვიქნებით პირველი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიას განახორციელებს უკვე ქართული ქრაუდფანდინგის პლატფორმის გამოყენებითა და სახალხო დაფინანსების გზით.
დიდი მადლობა პლატფორმა Orbeliani Meti • ორბელიანი მეტი თანადგომისთვის.
ერთად შევქმნათ ისტორია!
დაგვეხმარეთ განვავითაროთ ძლიერი დემოკრატია საქართველოში!