2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის და დათვლის პროცედურები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება.

2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის და დათვლის პროცედურები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება.

საარჩევნო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე მოთხოვნა მთელს მსოფლიოში დღითიდღე იზრდება, შესაბამისად ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობა თვალსაჩინო ხდება.

საქართველოში ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საარჩევნო პროცესში ელექტრონულ ტექნოლოგიების დანერგვაზე, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია აღნიშნულ პროცესზე დაკვირვება, შეფასება და სწორი ანალიზი.

აღსანიშნავია, რომ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების პროცესზე დაკვირვება. აღნიშნული მიზნით, CDD დააკვირდა 2018 წლის 13 მაისს ზუგდიდის, ხოლო 2019 წლის 19 მაისს წყალტუბოსა და ტყიბულის საარჩევნო ოლქებში ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტების განხორციელებას.

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი აგრძელებს ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მონიტორინგს და კრწანისის საარჩევნო ოლქში დააკვირდება კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას