განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა (CDD), 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერა ხელი
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა (CDD), 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერა ხელი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციასა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს შორის პროფესიული და ეთიკური ნორმების დაცვის შესახებ შეთანხმებას გულისხმობს.
ქცევის (ეთიკის) კოდექსის სახელმძღვანელო პრინციპებია: პოლიტიკური ნეიტრალობა და მიუკერძოებლობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა, პროაქტიული თანამშრომლობა და რეაგირება და პანდემიის პირობებში ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა.
დოკუმენტს ხელი CDD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთევან ჩაჩავამ, ცესკოს თავმჯდომარემ და 24-მა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მოაწერა.
აღსანიშნავია, რომ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) არის 2016 წელს შემუშავებული პირველი ქცევის კოდექსის თანაავტორი. CDD ყოველი არჩევნებისთვის აქტიურად მონაწილეობს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების ერთობლივი ქცევის კოდექსის შემუშავების პროცესში და უერთდება მას.