დღეს, ქ. გორში, საფუძველი ჩაეყარა „წმ. სოფიო, აღაპი, პისტი და ელპიდის“ სახელობის დედათა და ბავშვთა სახლის (თავშესაფრის) მშენებლობას.

დღეს, ქ. გორში, საფუძველი ჩაეყარა „წმ. სოფიო, აღაპი, პისტი და ელპიდის“ სახელობის დედათა და ბავშვთა სახლის (თავშესაფრის) მშენებლობას.
„წმ. სოფიო, აღაპი, პისტი და ელპიდის“ სახელობის დედათა და ბავშვთა სახლი წარმოადგენს უნიკალურ ინიციატივას, რომელმაც გააერთიანა საერთაშირისო დონორი ორგანიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, მართლმადიდებელი ეკლესიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
ობიექტის მშენებლობის ადგილას დღეს სიმბოლურად კაფსულა ჩაიდო. კაფსულაში მოთავსებული იყო თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც თავშესაფრის მშენებლობის წარმატებით დასრულების მიზნით გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ვიქტორია ჰორვატმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ და გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
პროექტს, რომელსაც ახორციელებს განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი საქართველოში უნგრეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, მიზნად ისახავს დედათა და ბავშვთა სოციალური პრობლემების დაძლევას და მათ მხარდაჭერას.