ტრენინგ კურსი ახალგაზრდებისთვის!

ტრენინგ კურსი ახალგაზრდებისთვის!
თუ ხართ მოტივირებული ახალგაზრდა, ცხოვრობთ ქვემო ქართლის რეგიონში - რუსთავში, ბოლნისის ან დმანისის მუნიციპალიტეტებში და თქვენს ინტერესს დემოკრატიზაციის პროცესის შესახებ მეტი ცოდნის მიღებაც წარმოადგენს, გიწვევთ ტრენინგზე - “ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები”
ტრენინგი ტარდება პროექტის "ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის პრაქტიკაში ახალგაზრდების წარმომადგენლობის გაძლიერება, მათი კომპეტენციებისა და ჩართულობის მექანიზმების განვითარების გზით" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის UNDP Georgia, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის ( International Scout Centre Rustavi ISCR) და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD)ორგანიზებით.
ტრენინგ კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ბმულზე - https://www.jotform.com/form/211653592444457
მონაწილეობის მსურველებმა კი გაიარეთ რეგისტრაცია არაუგვიანეს 30 ივნისისა
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ მონაწილეებს.