აქტიურად გრძელდება CDD-ისა და რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის ერთობლივი პროექტი.
აქტიურად გრძელდება CDD-ისა და რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის ერთობლივი პროექტი.
ამჯერად, რუსთავის, ბოლნისასა და დმანისის მოსახლებას საშუალება აქვს მეტი გაიგოს სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ და მიიღოს პრაქტიკული ცოდნით გამყარებული უნარები პეტიციის როლისა და მნიშვნელობის შესახებ.
შეხვედრებს მიხეილ მირზიაშვილი უძღვება.
პროექტი "ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის პრაქტიკაში ახალგაზრდების წარმომადგენლობის გაძლიერება, მათი კომპეტენციებისა და ჩართულობის მექანიზმების განვითარების გზით" ფარგლებში, ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის (ISCR) და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD)ორგანიზებით.